იურიდიულ ტექსტში ხარვეზი ადრე თუ გვიან იურისტმა შეამჩნია. მარკეტინგულში - მკითხველმა. სამედიცინო დოკუმენტში კი შეცდომას ვერავინ ამჩნევს, სანამ ექიმი მის საფუძველზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან პაციენტს ტერმინოლოგია არ ესმის, თარჯიმანს კი მედიცინა.
ამიტომ ამ მიმართულებაში ერთადერთი სანდო მიდგომა ისაა, რომ თარგმნა და შემოწმება ორმა სხვადასხვა ადამიანმა შეასრულოს, და ორივე ამ სფეროს იცნობდეს. ქვემოთ ვაჩვენებთ, სად იმალება რეალურად შეცდომები.
სად შეიძლება შეცდეს სამედიცინო თარგმანი
ოთხი ტიპური ადგილი, რომლებსაც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვხვდებით.
სიმძიმის ხარისხები
mild, moderate, severe - მსუბუქი, საშუალო, მძიმე. ეს კლინიკური კატეგორიებია და არა სტილისტური ნიუანსი. მათი აღრევა ან "შერბილება" პირდაპირ ცვლის იმას, თუ როგორ აღიქვამს ექიმი შემთხვევის გადაუდებლობას.
აბრევიატურები
ერთი და იგივე შემოკლება სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა რამეს ნიშნავს, ხოლო ქართულ ეპიკრიზში ხშირად რუსული ან ლათინური შემოკლებაა. მათი გაშიფვრა კონტექსტის გაგებას მოითხოვს და არა ლექსიკონს.
უარყოფა და ნეგატიური დასკვნა
ყველაზე საშიში ერთსიტყვიანი შეცდომა. "პათოლოგია არ გამოვლინდა" და "პათოლოგია გამოვლინდა" ერთი სიტყვით განსხვავდება და სრულიად საპირისპირო დიაგნოზია. სწორედ ასეთი ადგილები მოწმდება ცალკე.
ჩვენი წესი მარტივია: სამედიცინო დოკუმენტი მხოლოდ სამედიცინო პროფილის თარჯიმანს ეძლევა და რედაქტორის ეტაპი სავალდებულოა, მოცულობის მიუხედავად. ეს ერთ დღეს ამატებს ვადას - და ეს ერთი დღე მოსალაპარაკებელი არ არის.
ამ ოთხივე ადგილს აერთიანებს ერთი რამ: შეცდომის შემდეგაც ტექსტი გრამატიკულად უზადოა და თავისუფლად იკითხება. არაფერი არ "ეჭვს არ იწვევს". სწორედ ამიტომ არ შეიძლება სამედიცინო თარგმანის შემოწმება მისი წაკითხვით.
რომელი სამედიცინო საბუთები ითარგმნება ყველაზე ხშირად
ფორმა 100. ამონაწერი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ანამნეზით. ყველაზე ხშირი დოკუმენტი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის და სავიზო პროცედურებისთვის. ეპიკრიზი. მკურნალობის კურსის დეტალური აღწერა - როგორც წესი, ყველაზე მოცულობითი და ტერმინოლოგიურად ყველაზე მკვრივი დოკუმენტი მთელ პაკეტში. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. სისხლის ანალიზები, MRI, CT და რენტგენის წერილობითი დასკვნები. აქ კრიტიკულია, რომ ნორმის ინტერვალები შედეგებთან ერთად გადავიდეს - მათ გარეშე ციფრი ექიმისთვის უაზროა. ჰისტოლოგია და ბიოფსია. ონკოლოგიურ შემთხვევებში ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. აქ თითოეული ტერმინი კონკრეტულ კლასიფიკაციას ეკუთვნის და თავისუფალი თარგმანი დაუშვებელია. ფარმაცევტული ინსტრუქციები და დანიშნულებები. დოზირება, მიღების რეჟიმი, გვერდითი მოვლენები, უკუჩვენებები. კლინიკური კვლევების დოკუმენტაცია. პროტოკოლები, ინფორმირებული თანხმობის ფორმები, სამეცნიერო ნაშრომები. ეს ცალკე ქვე-სფეროა, საკუთარი მკაცრი ტერმინოლოგიით.რატომ არ გამოდგება მანქანური თარგმანი
მანქანური თარგმანი ბოლო წლებში მართლაც გაუმჯობესდა და ზოგადი ტექსტისთვის ხშირად საკმარისია. სამედიცინო დოკუმენტში კი სამი ფუნდამენტური პრობლემა რჩება.
პირველი: კონტექსტი. სამედიცინო სიტყვებს ხშირად რამდენიმე მნიშვნელობა აქვთ, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება. სწორი ვარიანტის შერჩევა მოითხოვს იმის გაგებას, რა კავშირია სიმპტომებს, კვლევის შედეგსა და დიაგნოზს შორის - ანუ რეალურ სამედიცინო ცოდნას. მეორე: თავდაჯერებული შეცდომა. მანქანა არასდროს ამბობს "ამ ადგილას დარწმუნებული არ ვარ". ის ყოველთვის იძლევა გამართულ, დამაჯერებელ ტექსტს - მათ შორის მაშინაც, როცა შეცდა. ადამიანი თარჯიმანი კი საეჭვო ადგილს ნიშნავს და აზუსტებს. მესამე: კონფიდენციალურობა. საჯარო AI სერვისში ატვირთული ტექსტი მომწოდებლის ინფრასტრუქტურაში ხვდება და, ზოგიერთი სერვისის პირობებით, მოდელის შემდგომ სწავლებაშიც. პაციენტის დიაგნოზის შემთხვევაში ეს თავისთავად კონფიდენციალურობის დარღვევაა - სრულიად დამოუკიდებლად იმისგან, თარგმანი სწორი გამოვიდა თუ არა.ამიტომ TARGMANEBI კლიენტის დოკუმენტის შინაარსს ხელოვნური ინტელექტის სისტემებში არ აგზავნის და AI-ს თარგმნისთვის არ იყენებს. ეს ჩაწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და მთელი პროცესი ადამიანისაა.
კონფიდენციალურობა და ეთიკა
ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაციაა. სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს დიაგნოზს, პირად ნომერს, ხშირად ოჯახურ ანამნეზსაც - ანუ ინფორმაციას, რომელიც პაციენტს ზოგჯერ ახლობლებისთვისაც არ გაუზიარებია.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს: დოკუმენტზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ სამ პირს, ვინც შეკვეთაზე მუშაობს - მენეჯერს, სამედიცინო პროფილის თარჯიმანსა და რედაქტორს. სხვა თარჯიმნები, სხვა კლიენტები, მესამე მხარე - არავინ.
ყველა თარჯიმანს, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, აკისრია კონფიდენციალურობის ვალდებულება და მისი დარღვევა თანამშრომლობის შეწყვეტის უპირობო საფუძველია. საჭიროების შემთხვევაში - მაგალითად, როცა კლინიკა ან სადაზღვევო კომპანია მოითხოვს - ვაფორმებთ ცალკე NDA-ს.
სამუშაო ფაილები ინახება მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ იშლება. თუ გსურთ, რომ ფაილი უფრო ადრე წაიშალოს, უბრალოდ მოგვწერეთ - წავშლით.
ორი მიმართულება - და რატომ არის ისინი განსხვავებული
სამედიცინო თარგმანი ორ მიმართულებად იყოფა და თითოეულს საკუთარი სირთულე აქვს.
ქართულიდან უცხო ენაზე - როცა პაციენტი მიდის სამკურნალოდ. აქ ძირითადი გამოწვევა ქართული სამედიცინო დოკუმენტაციის თავისებურებებია: ხელნაწერი ჩანაწერები, შემოკლებები, საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი კლასიფიკაციები და ტერმინები, რომლებსაც თანამედროვე საერთაშორისო შესატყვისი სჭირდება. ხშირად ერთი ქართული ტერმინი რამდენიმე თანამედროვე კატეგორიას მოიცავს და სწორი შერჩევა კონტექსტს მოითხოვს. უცხო ენიდან ქართულად - როცა პაციენტი ბრუნდება. აქ ტექსტი ჩვეულებრივ უკეთ სტრუქტურირებულია, მაგრამ ჩნდება სხვა ამოცანა: ქართველმა ექიმმა უნდა გააგრძელოს მკურნალობა. ეს ნიშნავს, რომ დანიშნულებები, დოზები, კონტროლის ვადები და პრეპარატების საერთაშორისო დასახელებები აბსოლუტურად ცხადი უნდა იყოს. პრეპარატის სავაჭრო სახელი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, ამიტომ მოქმედი ნივთიერების დასახელება ყოველთვის ინარჩუნებს პირვანდელ ფორმას.მესამე, უფრო იშვიათი, მაგრამ ყველაზე რთული შემთხვევაა უცხო ენიდან უცხო ენაზე - მაგალითად, თურქული ეპიკრიზი გერმანული კლინიკისთვის, როცა პაციენტი მკურნალობას სხვა ქვეყანაში აგრძელებს. ასეთი შეკვეთა მხოლოდ იმ თარჯიმანს ეძლევა, ვინც ორივე ენას მაღალ დონეზე ფლობს, და რედაქტორიც აუცილებლად ერთვის.
როგორ მუშაობს სამედიცინო შეკვეთა ჩვენთან
დოკუმენტი და დანიშნულება
გამოგვიგზავნეთ ფოტო ან PDF და დაწერეთ, ვისთვის არის: უცხოური კლინიკისთვის, სადაზღვევოსთვის, ქართველი ექიმისთვის თუ უწყებისთვის. ეს განსაზღვრავს როგორც ენას, ისე საჭირო დამოწმების ფორმას.
სამედიცინო პროფილის თარჯიმანი
დოკუმენტი მიდის იმ თარჯიმანთან, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. თუ რამდენიმე დოკუმენტი გაქვთ, ყველას ერთი ადამიანი აკეთებს, რომ ისტორია მთლიანად დაინახოს.
რედაქტორის სავალდებულო ეტაპი
რედაქტორი ამოწმებს ტერმინოლოგიას, დოზებს, ერთეულებს, ნორმის ინტერვალებს, თარიღებს, ანატომიურ მხარეს და უარყოფით ფორმებს - ცალ-ცალკე, ორიგინალთან შედარებით.
ჩაბარება საჭირო ფორმით
ფაილი ელფოსტით ან WhatsApp-ით. თუ სადაზღვევოს ან უწყებას ნოტარიული დამოწმება ან აპოსტილი სჭირდება, ამასაც ვაწარმოებთ და ვადას წინასწარ გეუბნებით.
სამედიცინო დოკუმენტის თარგმნა გჭირდებათ? გამოგვიგზავნეთ ფოტო და დაწერეთ, ვისთვის არის - გეტყვით ენას, ფორმას და ვადას. კონსულტაცია უფასოა.
დარეკვა: 501 113 200ხშირად დასმული კითხვები
ჩემს ეპიკრიზს AI თარგმნის?
არა. კლიენტის დოკუმენტის შინაარსს ხელოვნური ინტელექტის სისტემებში არასდროს ვაგზავნით და AI-ს თარგმნისთვის არ ვიყენებთ. მთელი პროცესი ადამიანისაა: სამედიცინო პროფილის თარჯიმანი თარგმნის, რედაქტორი ამოწმებს. სამედიცინო დოკუმენტის შემთხვევაში საჯარო AI სერვისში ატვირთვა თავისთავად იქნებოდა კონფიდენციალურობის დარღვევა.
ჩვეულებრივი თარჯიმანი რატომ არ გამოდგება?
იმიტომ, რომ სამედიცინო შეცდომა ტექსტში არ ჩანს. კარგი ზოგადი პროფილის მთარგმნელი სრულიად გამართულ ქართულს ან ინგლისურს დაწერს და იმავდროულად შეიძლება შეცდეს ერთეულში, აბრევიატურაში ან სიმძიმის ხარისხში. ასეთი შეცდომის შემჩნევა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც სფერო ესმის.
რამდენ ხანში მზადდება?
ანალიზების პასუხები და მოკლე დასკვნები ჩვეულებრივ იმავე ან მეორე დღეს. ფორმა 100 და ეპიკრიზი - ერთი-ორი სამუშაო დღე. მოცულობითი სამედიცინო ისტორია - მოცულობის მიხედვით. რედაქტორის ეტაპს არასდროს ვტოვებთ, სასწრაფო რეჟიმშიც კი, ამიტომ სამედიცინო დოკუმენტზე "ერთ საათში" არ გპირდებით.
ორიგინალში შეცდომაა. თარგმანში გამისწორებთ?
არა. თარგმანი ორიგინალს ზუსტად ასახავს, მათ შორის მის უზუსტობებსაც - წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტები ერთმანეთს არ დაემთხვევა. თუ ორიგინალში აშკარა შეცდომას შევნიშნავთ - მაგალითად, აშკარად არარეალურ დოზას ან თარიღს - ჩაბარებამდე გატყობინებთ, რომ კლინიკაში დააზუსტოთ.
ნოტარიული დამოწმება სჭირდება სამედიცინო საბუთს?
ექიმთან კონსულტაციისთვის ჩვეულებრივ არა - კლინიკას ინფორმაცია სჭირდება და არა ფორმალური დადასტურება. სადაზღვევო კომპანიისთვის, სახელმწიფო უწყებისთვის ან სასამართლო საქმეში - თითქმის ყოველთვის დიახ, და ხშირად აპოსტილიც. გვითხარით, ვისთვის არის, და ზუსტად გეტყვით.
ჩემი დიაგნოზი ვის შეიტყობს?
მხოლოდ იმ სამ პირს, ვინც თქვენს შეკვეთაზე მუშაობს: მენეჯერს, თარჯიმანსა და რედაქტორს. თუ ნოტარიული დამოწმებაა საჭირო, ასევე ნოტარიუსს, რადგან ის ვალდებულია დოკუმენტი ნახოს. სხვა არავინ. სამუშაო ფაილი მაქსიმუმ ერთ თვეს ინახება და შემდეგ იშლება - ან უფრო ადრე, თუ ამას მოითხოვთ.