1. ფასი შეთანხმებით
ყველა შეკვეთის ფასი შეთანხმებით განისაზღვრება დოკუმენტის ნახვის შემდეგ. ფასზე გავლენას ახდენს ენა, მიმართულება, გვერდებისა და ტექსტის მოცულობა, სირთულე, ფორმატირება, ვადა და დამატებითი პროცედურები.
სამუშაო არ იწყება მანამ, სანამ კლიენტი არ დაადასტურებს შეთავაზებულ ფასსა და პირობებს.
2. შეკვეთის დაწყება და გადახდა
შეკვეთა იწყება შეთანხმებული სრული თანხის ჩარიცხვის შემდეგ, როდესაც TARGMANEBI-ს მიღებული აქვს ყველა საჭირო, წაკითხვადი გვერდი და სამუშაოს ინსტრუქცია.
მოქმედებს 100% წინასწარი გადახდა როგორც ჩვეულებრივ, ისე დიდ და სასწრაფო შეკვეთებზე, თუ კონკრეტულ შეთავაზებაში წერილობით სხვა რამ არ არის შეთანხმებული.